პროექტი: "ხიდები და ასროლილი ქვები"
https://nnabakhteveli.blogspot.com/
ტრენინგი: პროექტებით სწავლება
https://nnabakhteveli.blogspot.com/
ტრენინგი: პროექტებით სწავლება
გავეცანით პროექტებით სწავლების კურსის შინაარსს, ამ კურსის სახელმძღვანელოს სტრუქტურასა და შინაარსს, ზოგიერთ დამხმარე რესურსს. შევქმენით პორტფოლიო, სადაც გადმოვიწერეთ პროექტებით სწავლებისათვის საჭირო მასალები სახელმძღვანელოდან, კერძოდ: 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, პორტფოლიოს ჩეკლისტი, რუბრიკების პორტფოლიო, პროექტების გეგმები და პროექტის გეგმის შაბლონი.
დავარეგისტრირე ეს ბლოგი, სადაც ეხლა ვწერ დღევანდელი დღის რეფლექსიას.
დავარეგისტრირე ეს ბლოგი, სადაც ეხლა ვწერ დღევანდელი დღის რეფლექსიას.
- პირველ რიგში დავაკომენტარეთ ერთმანეთის პირველი დღის რეფლექსიები.
- მერე ჩვენ-ჩვენი პროექტების გეგმები შევიმუშავეთ და გავაცანით ჯგუფის წევრებს. (აღმოჩნდა, რომ საკმაოდ საინტერესო ჩანაფიქრები გვქონია.)
- გავეცანით პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტს.
- დავათვალიერეთ ბუკლეტების შაბლონები და დავიწყეთ მუშაობა მშობლის ბუკლეტზე.
- არჩეული პროექტის შესაბამისად ჩემს ბლოგს შევუცვალე ფონი, რომელიც პირდაპირ არ პასუხობს თემას, მაგრამ მე მომეწონა.
- .კიდევ რაღაცეები გავაკეთეთ და მივიღეთ დავალება (რაც მაინცდამაინც არ უყვართ ჩემს მოსწავლეებს :) ვნახოთ, მე როგორ მომეწონება) : 1. უნდა წავიკითხო პირველი მოდული სახელმძღვანელოდან; 2. ჩემი ბუკლეტი გავხადო სრულყოფილი; 3. დავაკომენტაროთ ერთმანეთის ბლოგები
დღევანდელი დღე კიდევ უფრო საინტერესო გამოდგა:
- კიდევ ერთხელ გადავხედეთ ეროვნულ სასწავლო გეგმას, კერძოდ მათემატიკის მე-7 კლასის სტანდარტს, გადმოვიწერე ჩემს საქაღალდეში და ამოვიწერე ის შედეგები და ინდიკატორები, რომლებზეც, სავარაუდოდ, გავალთ მე და ჩემი მოსწავლეები ჩემი პროექტის განხორციელებისას.
- ამის შემდგომ ვიმსჯელეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე, განვიხილეთ მაგალითები, თავადაც გავივარჯიშეთ წყვილებში ანალოგიური კითხვების შედგენაზე.
- მერე უკვე დამოუკიდებლად მომიწია ჩემი პროექტის მიმართულების მიმცემი კითხვების შემუშავებამ, რომლებიც ასე გამოიყურება:
ზოგადი კითხვა
|
რა არის ინფორმაცია?
|
თემატური კითხვები
|
რომელ
ელექტრონულ ლექსიკონებს იცნობთ?
|
შინაარსობრივი კითხვები
|
რაში
გამოგვადგება მათემატიკური ლექსიკონი?
რომელ გეომეტრიულ ფიგურებს იცნობთ?
რომელ ცნობილ
მათემატიკოსებს იცნობთ?
რა არის
განტოლება?
|
- ძვირფასო კოლეგებო, გთხოვთ, გაეცნოთ, თუ რა თქმა უნდა, არ შეწუხდებით და თქვენი რეკომენდაციები დამიკომენტაროთ. ამით მეტად დამეხმარებით. წინასწარ გმადლობთ.
დღევანელი დღე ისევე დატვირთული იყო, როგორც სხვები, მაგრამ გაცილებით საინტერესო: თითქოსდა ვერთობით, მაგრამ მეტად საჭირო და საინტერესო სამუშაო ჩავატარეთ: ჩემი პროექტის პრეზენტაცია გავაკეთე "power-point "-ში,და ეს პრეზენტაცია ავტვირთე ბლოგზე. ( შეგიძლიათ იხილოთ :))
პროექტის გეგმაში შევქმენი შეფასების დროის ჩარჩო, შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი, რაც აისახა ჩემს პრეზენტაციაში.
პროექტის გეგმაში შევქმენი შეფასების დროის ჩარჩო, შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი, რაც აისახა ჩემს პრეზენტაციაში.
დღეს გავეცანით სახელმძღვანელოს მესამე მოდულის თეორიულ მასალას, კერძოდ- "საავტორო უფლებების ქაოსს", წყაროს ციტირების შესაძლებლობებს, ინტერნეტის, კერძოდ კი მულტიმედიური ინტერნეტრესურსის გამოყენებას კვლევისათვის.
მოვიძიეთ youtub-ze ვიდეო-მასალა, რომელიც შეიძლება გამოგვადგეს პროექტზე მუშაობის პროცესში, და დავდე ჩემს ბლოგზე. ამავე დროს ამ ვიდეოების ლინკები და სავარაუდო გამოყენება მოვინიშნე "გამოყენებული ლიტერატურის" ფაილში.
gmail-ში "ვიჩათავეთ" ერთმანეთთან და ტრენერთან. აქვე დავიმატე ჩვენი ჯგუფის ის წევრები, რომლებიც ჯერ არ მყავდა მაილ-ზე დამატებული.
ბოლოს, ჩვენთვის, მასწავლებლებისთვის ყველაზე საჭირო როლი მოვირგეთ და მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები შევქმენით. ( მინდა გითხრათ, საკმაოდ შრომატევადი საქმეა).

დავასრულე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, ავტვირთე ბლოგზე.
ვისწავლეთ ბლოგზე ინფორმაციული ელემენტების დამატება: სტატისტიკის დამატება გაჯეტების სახით და გამოკითხვის შექმნა "pag" ების გაკეთება, "pag"-ების გაჯეტების გამოტანა და რედაქტირება.
სახელმძღვანელოდან შეფასების რუბრიკებს გავეცანით და მოსწავლის ნამუშევრის შეფასების რუბრიკების შექმნა დავიწყეთ.

- დავიწყეთ კოლეგების გუშინდელი ნამუშევრების "შეფასებით" - დაკომენტარებით,
- სახელმძღვანელოში გავეცანით მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგებულ აქტივობებს და ნიმუშებს,
- დავასრულეთ შეფასების რუბრიკები, გავიხსენეთ გარდნერი,
- შევქმენით მოსწავლის საჭიროების მხარდამჭერი დოკუმენტი,
- შევავსეთ დიფერენცირებული სწავლების გრაფები პროექტის გეგმაში,
- შევქმენით მოსწავლეებისთვის დამხმარე რესურსი,
- ვისწავლეთ ბლოგზე სხვადასხვა ობიექტების დამატება.
No comments:
Post a Comment