პედაგოგიკა


             შალვა ამონაშვილი





"თითოეული ბავშვი უნდა გიყვარდეს, არა მარტო ათოსანი..."
"ცოდნა ბავშვებამდე ღიმილით, ნდობით, იმედით უნდა მივიტანოთ"
                                                                           შალვა ამონაშვილი





0
1. ბედნიერად ცხოვრების დიდი მეცნიერება იმაში მდგომარეობს, რომ იცხოვროთ აწმყოთი.
2. ხუმრობაც ზომაზე იხმარეთ, როგორც მარილი.
3. ეცადეთ მზის ამოსვლას დაესწროთ , იმიტომ რომ არ იცით , დაესწრებით თუ არა მის ჩასვლას .
4. ნუ დაგვპირდებით, ისე გააკეთეთ დიადი.
5. ქარქაშიდან ხშირად ამოღებული ხმალი მალე დაჩლუნგდება.
6. იცხოვრეთ ხალხში ისე, რომ მეგობრები არ ჩამოგშორდნენ და მტრები დაიმეგობროთ.
7. კეთილგონიერო მანდილოსანო! თუ გსურთ, რომ ქმარმა მთელი დრო თქვენთან გაატაროს, იზრუნეთ იმიზე, რომ სხვაგან ვერსად ნახოს მეტი სინაზე და სიამე.
8. დაზოგეთ თქვენი შვილების ცრემლი, რომ თქვენს სამარეზე დაღვარონ.
9. რაც არ უნდა თქვან და იფიქრონ თქვენზე, აკეთეთ საქმე, რასაც თვითონ სამართლიანად თვლით. იყავით ერთგვარად გულგრილი ქებისა და ძაგების მმართ.
10. დუმილს ნუ დაარღვევთ, ან ისეთი რამ თქვით, დუმილს რომ სჯობდეს.
11. ნუ იტყვით ცოტას ბევრი სიტყვის გამოყენებით, ეცადეთ ცოტა ისაუბროთ და ბევრი თქვათ.
12. ნურას ჩაიდენთ საძრახისსა და სამარცხვინოს ნურც აშკარად და ნურც ფარულად. ეს უპირველესი კანონია საკუთარი თავის პატივისცემისა.
13. ყველაზე პატარა სიტყვებსკი”–სა დაარა”– ყველაზე მეტი დაფიქრება სჭირდებათ.
14. სულის სიძლიერე არჩიეთ სხეულის ძლიერებას.

15. დასაძინებლად თვალს ნუ დახუჭავთ, ვიდრე არ განსჯით, რა გააკეთეთ და ვის რა არგეთ ამ დღეს.













იანუშ კორჩაკის 10 მცნება მშობელთათვის:

1.
ნუ ელოდები, რომ შენი შვილი იქნება შენნაირი ან ისეთი, როგორიც შენ გინდა. დაეხმარე, რომ იყოს ის, რაც მას უნდა.

2.
ნუ ააყვედრი ყველაფერს, რასაც უკეთებ. შენ მას სიცოცხლე აჩუქე, როგორ გადაგიხდის ამას? ის თავის შვილს გადასცემს სიცოცხლეს, შვილი კი თავის შვილს და ეს არის ბუნებრივი მადლიერების კანონზომიერება.

3.
სხვის ჯავრს ბავშვზე ნუ იყრი, რაკი ის სუსტია. დიდი ხნის შემდეგ მოხუცდები და შენც დასუსტდები.სწორედ მაშინ მოიმკი, რასაც დასთეს.

4.
ნუ გაქვს აგდებული დამოკიდებულება მისი პრობლემების მიმართ. ცხოვრება მისთვისაც ისევე რთულია, როგორც შენთვის, უფრო მეტადაც კი, რადგან ბავშვს ჯერ არ აქვს გამოცდილება.

5.
არ დაამცირო

6.
არ დაგავიწყდეს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვთან შეხვედრაა, უფრო მეტი ყურადღება მიაქციე მათ, რადგან ჯერ არ იცი, ვის ხვდები ამ ბავშვის სახით.

7.
ნუ დაიტანჯავ თავს იმაზე ფიქრით, რომ შვილს რაღაც ვერ გაუკეთე. რადგან სანამ ყველაფერს არ გაუკეთებ, ყოველთვის ცოტა იქნება.

8.
შვილიეს არ არის ტირანი, რომელმაც ცხოვრება წაგართვა. შვილიეს არის ცხოვრების ნაჩუქარი წმინდა ჭურჭელი, რომელსაც უნდა მოუარო და შემოქმედებითად შეავსო. შვილი არ არის უბრალოდჩემი ბავშვი”, ის დროებით მოსავლელად მობარებული სულია.

9.
გიყვარდეს უცხო ბავშვებიც. სანამ გადაწყვეტ, როგორ მოექცე, მათ ადგილას ყოველთვის შენი შვილი წარმოიდგინე.

10.
გიყვარდეს შენი შვილი ყველანაირიუიღბლო, უნიჭო, წარუმატებელი. მასთან ურთიერთობისას გაიხარე და გახსოვდესეს ზეიმი შენთან გარკვეულ დრომდეა.















No comments:

Post a Comment